ჯომარდობა, ანუ გასაბერი ნავებით მთის მდინარეებზე დაშვება, სპორტის სახალისო სახეობაა, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს და საქართველოში უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც დამკვიდრდა. ჩვენ გთავაზობთ საჯომარდო ტურებს ფშავის არაგვზე. ტური იწყება კოპალას ხიდთან (სოფელი მაღაროსკარი) და მთავრდება  „არაგვის სათავგადასავლო ცენტრში“ (15კმ, 1სთ და 30წთ; კატ. 2-3). მართალია, მარშრუტი საშუალო სირთულისაა, მაგრამ არაგვის ჩქერების გავლა გულგრილს არავის დატოვებს და დაუვიწყარი სიამოვნებაც გარანტირებულია. ამ მარშრუტის გავლის შემდეგ ტურის ყველა მონაწილე თავიდან ფეხებამდე სველია. 

ყოველი საჯომარდო ტურის წინ მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მონაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომის და ნიჩბის მოსმის წესები. აგრეთვე, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ნავიდან მდინარეში გადავარდებიან  და ა. შ. 

ტურები ტარდება გამოცდილი ინსტრუქტორების თანხლებით, ამიტომ მათში მონაწილეობა ყველას შეუძლია. აუცილებელია, მონაწილეებს ეცვათ სამაშველო ჟილეტები, ე.წ. წყლის ფეხსაცმელები და ეხუროთ ჩაფხუტები (საჯომარდო აღჭურვილობა ტურის დაწყებამდე ყველა მონაწილეს დაურიგდება). დაუშვებელია ჯომარდობა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. სასურველია, ყველა მონაწილემ იცოდეს ცურვა და იყოს ჯანმრთელი. 

  

დამკვეთი :

ტელეფონი :

ელექტრონული ფოსტა :

პროდუქტი :

დამატებითი ინფორმაცია :


  

უკან

©2017 All rights resaved